12 აპრილი, 2019

ასეთი “ცანგალა და გოგონა” ჯერ არ მოგისმენიათ

ასეთი "ცანგალა და გოგონა" ჯერ არ მოგისმენიათ“ცანგალა და გოგონა” ქართული ხალხური სიმღერებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

მუსიკოსმა რომან ლომთაძემ ანსამბლ “რუსთავის” მიერ შესრულებულ “ცანგალა და გოგონას” დასარტყამი ინსტრუმენტებით სულ სხვა ხიბლი შესძინა.

ვიდეოს მომღერალი მიშო სულუხია გამოეხმაურა:

“ჩვენ მთავრობა გვბლიოკავს და ჩვენ მერიის კულტურის სამსახური არ გვეძახის. მერიის სარჩენი რომ იქნები მუსიკოსი, უნდა ადგე და პარალელური პროფესია შეითავსო. თან კეთილი. მაგალითად, აგრონოომია, მეღვინეობა, მიწათმოქმედება, მეყველეობა და ა.შ.

საერთოდ არ ტეხავს დროულად მიხვდე, რომ რაღაც არ გამოდის ცხოვრებაში და სხვა რელსზე გადახვიდე, ვიდრე შორი წარსულიდან შთაგონებულ აკვიატებას ებღაუჭო მთელი ცხოვრება და საშუალო ეფექტი ახდინო ყველგან. ვისაც სიახლის შექმნის კოდი აქვს მის ბიოლოგიაში, არ მოასვენებს მასზე არ ფიქრი და მისი მოქმედებაში არ მოყვანა. ასე ვრცელდება ეს კოდი მხატვრებში, მსახიობებში მუსიკოსებში, ლიტერატორებში, პოეტებში, რეჟისორებსა თუ დურგლებში..

ნუ ჩამითვლით ამ ტექსტს იმაში, რომ მე ჩემი თავი მიპოვნია და ვინმეს ჭკუას ვარიგებ. არა, მე ერთ-ერთი ნაწილი ვარ იმ შემოქმედ ადამიანთა, რომელიც ძიებაშია და რთულ გზას გადის იმისთვის, რომ თავის თავთან იყოს მართალი, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც კბილებით გვიჭირავს კულტურა, რომ მტერმა მართლა საბოლოოდ არ წაგვლეკოს…

მე ჩემი ერთადერთი რამ: ნიჭი თავმდაბლურად რომ ვთქვა, რაც უმეტესობას მოეწონება, “რაღაცის კეთების უნარი” იმდენად მიყვარს და ვუფრთხილდები, რომ არ მემეტება ისეთი სახით გადმოვცე, როგორიც ეს ვიღაცეებისთვის იქნება მისაღები, განსაკუთრებით კი გავრცელებულ და უკვე აპრობირებულ ჟანრებში.

ხელოვნება მარტო ხელოვნება არ არის. ხელოვანი ხარ მაშინ, როდესაც სამყაროში შექმნილი ნიმუშების გამტარიანი ხარ და ამ ყველაფერს ხალხს აწვდი ისე, რომ მათთვის სულის ენაზე საუბრობ და გასაგებია, რადგან ხელოვნების მხოლოდ სიტყვებით გადმოცემა ვერ მოხდება სრულფასოვნად, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ხელოვანი ხარ, როდესაც ნიმუშებს შენ ქმნი და კიდევ უფრო დიდი, როდესაც შენვე გადმოსცემ…. აჰა, ავედით უფრო მაღლა და მაღლაა. ცოტა ხანში ორგაზმიც იქნება დაელოდეთ…

მოკლედ, რა მინდოდა მეთქვა, მოვუსმინოთ ამ ახალგაზრდას და მივხვდეთ, რაში მდგომარეობს საკუთარი თავის გამოხატულების რეალური გასაღები, თუნდაც ის პრიმიტიულობაში იყოს….

პ.ს. დიდი ხანია მინდოდა დამეწერა ასეთი პოსტი, ახლა ეს ვიდეო მეგობრის კედელზე დამხვდა და ერთმანეთს მშვენივრად დავუკავშირე აზრი და გამოსახულება, თან ვფიქრობ, ჩემს ფრენდლისტში მრავლად მყოფი პრეტენზიული ბეგინერებისთვის წამალია…”