24 მარტი, 2019

SOS! – ტვერელის ეკლესიას საფრთხე ემუქრება

SOS! - ტვერელის ეკლესიას საფრთხე ემუქრებამთაწმინდის ფერდზე მდებარე მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიას საფრთხე ემუქრება. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და მიწას ჭრის.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაძრის საყრდენი კედლის გამაგრება მიმდინარეობს, თუმცა მოსახლეობა იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც მიწის ჭრამ შეიძლება გამოიწვიოს.

ლიკა ბასილაია-შავგულიძე:

“აიღეს ნებართვა და მთას ჭრიან. დღეს ბეტონით ამაგრებდნენ ტვერელის საძირკველს, მინუს 15 მეტრზე ჩადიან, მერიიდან მითხრეს, ურთულესი რელიეფია მანდ და პროექტი სარისკოაო, მაგრამ რა? ჩვენ გვერდით ვცხოვრობთ და დიდი ალბათობით ჩაგვიტანს ბურღვითი სამუშაოები.”

რუსიკო სტურუა:

“ამბობენ, აშენდება სახლები ტერასებადო. და იცით ვინ აშენებს? თარგამაძის ძმის კომპანია. ისევ ნაცები გულაობენ ამ ქალაქში და ჩვენ რას ვიგლიჯებით.”

თამაზ სულაძე:

“დაკვირვებული თვალითაც რომ შეხედოთ, მიხვდებით, რომ არავითარი გეოლოგიური დასკვნა ამ საქმეს არ სჭირდება! მიწა ისეთი ფუყეა და გამოფიტული, რომ დიდი ალბათობა არსებობს უზარმაზარი მასის ჩამოშლის, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ ტრაგედიას გამოიწვევს! თავად ტვერელის ეკლესიას ძირი გამოეცლება და არ არის გამორიცხული, სერიოზული დეფორმაცია და ბზარები გაუჩნდეს! ეს საუკეთესო შემთხვევაში! ხოლო უარესი იქნება გარემო პერიმეტრზე, რუსიკოს მშობლების სახლის თავზე არსებული ეკლესიის 10 მეტრიანი კედლის ჩამოშლა… ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ დიდი საშიშროებაა… და, საერთოდ – ძალიან ცუდად შეესიენ მთაწმინდის ფერდობს და ერთხელაც იქნება ჩამოვა მთელი მასა და მტკვარამდე ჩაიტანს მთელ თბილისს… საგანგაშო მდგომარეობაა! SOS! SOS! SOS!”