20 მარტი, 2019

სასიხარულო ამბავი ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან

სასიხარულო ამბავი ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდანსასიხარულო და საამაყო ამბავი საქართველოსთვის – ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოზე წერს.

ინფორმაცია ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა:

“წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ინგლისში სამეცნიერო მივლინებით ვიყავი წასული. მქონდა პატივი და ბედნიერება, მემუშავა საქართველოსთან დაკავშირებულ არაერთ საინტერესო მასალაზე. მათგან ბევრი ნაცნობი და გამოკვლეული იყო, ბევრი უცნობიც და ჩვენს მეცნიერთაგან ჯერ კიდევ შეუსწავლელი. ზოგიერთმა ამ ექსპედიციის და მისი შედეგების გაუფასურება სცადა.

მაშინ ვეცადე პოლემიკას არ ავყოლოდი, დღეს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, იმიტომ რომ დღეს ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურმა საიტმა, კერძოდ Europian studies Blog-მა (ევროპული კვლევების ბლოგმა) გამოაქვეყნა ჩემი და ამავე ბიბლიოთეკის ქართველი თანამშრომლის ანა ჭელიძის სტატია იმ უნიკალურ მასალაზე, რომელზეც ბიბლიოთეკაში ყოფნისას ვიმუშავე და რომლის არსებობა ქართული მეცნიერებისათვის მანამდე უცნობი იყო.

სტატიის სათაურია „Documenting Georgian Costume in the 19th Century“ და მოგვითხრობს ქართული ეროვნული სამოსის ისტორიაზე და ბრიტანელი მოგზაურის კერ პორტერის თვალით დანახულ ქართულ კულტურაზე!

ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რადგან ეს ჩვენი შრომის დაფასებასთან ერთად, ქართული კულტურის გამორჩეული მხარდაჭერაა. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩემს თანაავტორს ანა ჭელიძეს, შესანიშავ ადამიანს და ზუსტად ვიცი, ის რომ არა, ამ წარმატებას ვერასოდეს მივაღწევდი. აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მამხნევებდა და მხარდაჭერას მიცხადებდა, ვისაც სჯეროდა ჩვენი შრომის შედეგის! მახსოვს და არასოდეს დამავიწყდება ეს თანადგომა!”