19 მარტი, 2019

მიხეილ ზაქარიაშვილი გიგა კვენეტაძის წინააღმდეგ

მიხეილ ზაქარიაშვილი გიგა კვენეტაძის წინააღმდეგარაერთი ცნობილი სიმღერის ავტორი მიხეილ ხაქარიაშვილი რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს გიგა კვენეტაძეს დაუპირისპირდა.

ამის მიზეზი გიგას მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელმაც სამართლიანი გაღიზიანება გამოიწვია.

გიგა კვენეტაძე:

“ვარ РАО-ს ანუ Российского авторского общества – რუსეთის ავტორთა საზოგადოების წევრი და მინდა გიხთრათ ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ ყველა ის ადამიანი ,ვინც მოღვაწეობს რუსეთში არის საქართველოს და სამშობლოს მოღალატე – შეიკავეთ თავი მსგავსი განცხადებებისგან.

თუ მაინც არ შეიკავებთ ასეთი უაზრო განცხადებებისგან თავს, მთაწმინდა მაინც სიწმინდესთან ასოცირდება და მე ვცხოვრობთ ქალაქ ქუთაისში გორაზე, ძალიან დიდი დაღმართია და იქიდან გამოექანეთ.

მიხეილ ზაქარიაშვილი:

“ეხლა ხელოვანების ჯერი დადგა რომ დაგვაჭამინონ ერთმანეთი. კარგით რააა დარჩა რამე სფერო რომ არ დაანაწევრონ ქართველები?

ჩემო გიგა (კვენეტაძე) ეს გამოქანება სად ისწავლეთ, ან ვინ გასწავლათ?! ადრე ზრდილობით გამოირჩეოდით და ვმეგობრობდით კიდეც თქვენთან, ახლა რა ჭირი გჭირთ ტო? ცოტა ზრდილობასაც რომ მოუხმოთ, კარგი იქნება!

ამ საავტორო ორგანიზაციაში უამრავი პატივსაცემი ხალხია გაწევრიანებული – თქვენზე დამსახურებულიც და თქვენზე ასაკით უფროსი მუსიკოსები. თქვენ ვინც რუსეთში მოღვაწეობთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. რაოში თუ ხარ გაწევრიანებული და კარგად ხარ, კარგად მუშაობს რუსეთის საავტორო უფლებები კარგად იყავი, ძმაო, ვინმემ ხელი შეგიშალათ? ყველას გაგვიხარდება თქვენი კარგად ყოფნა, დააყენეთ ეგ თქვენი ექსპლიკაციები აქაც და აკრიფეთ ის ჰონორარი რაც გეკუთვნით. გინდა რაომ აგიკრიფოთ და ვინც გინდა, მაგრამ ეს შეურაცხყოფები რა საჭიროა?

საქართველოში ვინც ვართ და მოგვწონს ეს ორგანიზაცია რას გვერჩით? აქ რუსეთზე არ არის საუბარი, ნებისმიერ ქვეყანაზე ვსაუბრობთ. ჯერ კარგად გაერკვიეთ და მერე მიხვდებით და ეს ბლატაობა არ არის საჭირო. ხელოვანები ვართ და არ გვეკადრება! ან ასაკს ეცით პატივი, ან დამსახურებას იმ ხალხისა, ვინც საავტოროში არიან გაწევრიანებულები და იმას იღებენ, რაც ეკუთვნით…

რუსეთი ოკუპანტია!!! მერე რა, რომ იქ გიწევთ მოღვაწეობა, ბედის უკუღმართობის გამო, ბევრი პატრიოტი ქართველი ვიცი, ვინც რუსეთში მოღვაწეობს, მაგრამ ასე აგდებულად არ საუბრობს თავის თანამემამულეებზე!

თუ ქართველობას აღარ აპირებთ, ილაპარაკეთ რაც გინდათ, მაგრამ თუ როდესღაც ჩამოსვლას აპირებთ, ზრდილობიანად და საქმიანად მაინც ესაუბრეთ აქ მოღვაწე ხელოვანებს! მე რომ შენს სახლში ,,პარიადოკი” დაგიმყარო გაგისწორდება? იგივე სიტუაციას ცდილობენ აქ გააკეთონ, რაც მიუღებელია. რუსეთს რომ თავი დავანებოთ (რომ არ გეწყინოთ) ნებისმიერი ქვეყანა მიუღებელი იქნება პირადად ჩემთვის! მე ჩემს ქვეყანაში ვერავინ გამიკონტროლებს, სად უნდა გავწევრიანდე და ვიმუშავო!

მოვედით შტანგა აგიწიეთ რომელიმეს? ახლა იმ ავტორებს საქმე უფუჭდებათ, ძლივს რაღაცა დაალაგა ამ კაცმა და ახლა მიადექით. თუ გგონიათ, რომ უკეთესად გააკეთებთ საქმეს, ან მიგაჩნიათ რომ იჩაგრებით ამ ორგანიზაციის მიერ, მიდით და კლასი ანახეთ. ვინმემ დაგიშალათ რუსეთის რაოში გაწევრიანება?

დაანებეთ ხალხის გინებას თავი, თუ არადა მაქედან გამოექანეთ ყველანი, ვინც ასე მიმართავთ ამ საპატივცემულო ხალხს, რომლებიც წლების მანძილზე ქმნიან, პატრიოტულ გრძნობებს უღვიძებენ და ქართულად ამღერებენ მთელს საქართველოს…”