16 მარტი, 2019

ხათუნა იოსელიანი ამერიკაში დააჯილდოვეს

ხათუნა იოსელიანი ამერიკაში დააჯილდოვესმსახიობი ხათუნა იოსელიანი ამერიკაში დააჯილდოვეს.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ნიუ იორკში გაიმართა.

უცხოელ კონსულთა საზოგადოებამ ქართველი მსახიობი ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოზე მისი წარმატებული მოღვაწეობისთვის დააჯილდოვა.

შეკრებილ საზოგადოებას 75 წლის მსახიობის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპები გააცნეს და მის წარმატებულ კარიერაზეც ისაუბრეს.