21 მარტი, 2019

გიორგი კეკელიძის არაჩვეულებრივი ინიციატივა

გიორგი კეკელიძის არაჩვეულებრივი ინიციატივამწერალი გიორგი კეკელიძე არაჩვეულებრივი ინიციატივით გამოდის და სთავაზობს საზოგადოებას დაწესდეს საქართველოში წიგნის ჩუქების დღე:

“მსოფლიოს არაერთ ქვეყნაში არსებობს ერთი ძალიან ძვირფასი და თანაც ძალიან იაფი ტრადიცია – წიგნის ჩუქების დღე. სხვა ქვეყნებში რომც არ არსებობდეს, რატომაც არა – ჩვენ დავამკვიდრებდით.

თუ დააკვირდებით, წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლსაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს. და რაღაც აზრით, წინასწარი გამოცდილებაც ჩემთვის და შენთვის.

ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეგებ ეს დღე 23 აპრილს დაგვეწესებინა, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ამ იდეას მე, ეროვნული ბიბლიოთეკა და “ანაგრამა” გთავაზობთ. მოიფიქრეთ, ვის აჩუქებთ წიგნს, რატომ და რას წაუწერდით. მოსაფიქრებლად მთელი თვე გაქვთ. მანამდე კი, ეს ამბავი მეგობრებს გაუზიარეთ, მონიშნეთ, გამოიწვიეთ, თანაც კომენტარებში თქვენი საჩუქრის ადრესატი შეგიძლიათ მონიშნოთ, თუ ამის საიდუმლოდ დატოვებას არ აპირებთ.

აქამდე იყო ერთი ძალიან კარგი ინიციტიავა მწერალ ჯაბა ზარქუსი, როცა ადამიანები ერთმანეთს სხვადასხვაგან უტოვებდნენ წიგნებს. ამჯერად გვირჩევნია, ეს საჯარო მითითებით, სოციალური ქსელით გააკეთოთ, აქცია გარდამავალი რომ გახდეს.”