21 მარტი, 2019

ძალიან მაგარი ამბავი ქართულ ისტორიულ კოსტიუმზე

ძალიან მაგარი ამბავი ქართულ ისტორიულ კოსტიუმზე ქართულ ისტორიულ კოსტიუმზე ძალიან მაგარი ამბავი ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ გაავრცელა:

“ძალიან მაგარი ამბავი!

ევროკავშირის უმსხვილესი ინსტიტუციის Europeana-ს პორტალზე პირველად განთავსდა ქართული ექსპონატები ხელოვნების სასახლის კოლექციიდან.

Europeana არის კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უმსხვილესი დიგიტალური პლატფორმა, სადაც გაწევრიანებულია 3 ათასი ინსტიტუცია მთელი ევროპის მასშტაბით.

დიგიტალურ პლატფორმას საათში 10 მილიონი მნახველი ჰყავს. ინსტიტუციის შექმნას საფუძველი 2008 წელს დაედო და დღეისათვის ციფრულ ბიბლიოთეკაში აღრიცხულია 58 მილიონზე მეტი არტეფაქტი.

Europeana-სთან მოლაპარაკება 2018 წელს, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში დაიწყო. ინსტიტუცია მზადყოფნას გამოთქვამს გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ევროპის ციფრულ პლატფორმაზე მეტი ქართული სამუზეუმო კოლექცია განათავსოს.

ამ საქმეში გაწეული დიდი ღვაწლისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თეონა ჯაყელს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომელს და ჩემს თანაშემწეს თაკო თოლორდავას.

ხელოვნების სასახლე კიდევ ერთხელ ღირსეულად წარსდგა მსოფლიო აუდიტორიიის წინაშე!”

ძალიან მაგარი ამბავი ქართულ ისტორიულ კოსტიუმზე