9 მარტი, 2019

დავით საყვარელიძე: “გააგებინეთ ახლობლებს, ნათესავებს, ბავშვებს..”

დავით საყვარელიძე: "გააგებინეთ ახლობლებს, ნათესავებს, ბავშვებს.."რეჟისორი დავით საყვარელიძე საზოგადოებას მიმართავს და კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ სპექტაკლზე თუ კონცერტზე მობილურის სარგებლობა უზრდელობაა:

“როგორ შევაგნებინოთ საზოგადოებას, რომ თეატრში წარმოდგენაზე, კლასიკური მუსიკის კონცერტზე, საოპერო სპექტაკლის დროს მობილურით სარგებლობა არის უზრდელობა?

გააგებინეთ ახლობლებს, ნათესავებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს და განსაკუთრებით ასაკოვან ხალხს, რომ აუცილებელია თეატრში მობილური ტელეფონის გამორთვა!”