6 მარტი, 2019

ალექსანდრე ჯულაყიძის ახალი გამარჯვება ისრაელში

ალექსანდრე ჯულაყიძის ახალი გამარჯვება ისრაელშიახალგაზრდა ქართველი პიანისტის ალექსანდრე ჯულაყიძის მორიგი წარმატება და გამარჯვება ისრაელში.

იერუსალიმის Eden-Tamir Music center-ში გაიმართა პიანისტის სოლო კონცერტი. ქართველმა ხელოვანმა კონცერტზე შეასრულა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ორი საფორტეპიანო სონატა, ფრედერიკ შოპენის ბალადა და ორი პოლონეზი.

ეს კონცერტი, ერთდროულად მისი საგამოცდო შესრულებაც იყო, რომელსაც საერთაშორისო რანგის ოთხი მაესტრო აფასებდა. ოთხივემ, ქართველ პიანისტს, უმაღლესი – 100 ქულა მიანიჭა.

ალექსანდრე ჯულაყიძემ გასულ წელს ისრაელის საფორტეპიანო კონკურსში “Kalmi Piano Competition 2018” პირველი ადგილი დაიკავა.