23 თებერვალი, 2019

ვაჟა ფშაველა ლიტვაში

ვაჟა ფშაველა ლიტვაშივაჟა ფშაველა და მისი შემოქმედება დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გასცდა.

ლიტვაში რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი ვაჟა ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობს” დგამს.

ინფორმაცია თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა გაავრცელა:

“ვაჟა-ფშაველა ლიტვაში!

ქართველი კლასიკოსის პირველი ევროპული დადგმა.

რეჟისორი ნიკა საბაშვილი. წარმატება ქართველ რეჟისორს და ქართული მოთხრობის სცენური ინტერპრეტაციას ლიტვაში.”