9 თებერვალი, 2019

Sophie Villy  დახმარებას ითხოვს

Sophie Villy  დახმარებას ითხოვსმომღერალი Sophie Villy, იგივე სოფო ხუციშვილი მუსიკოსებისგან დახმარებას ითხოვს:

“თბილისში მდებარე ბავშვთა თავშესაფრისთვის “ბეღურები” ვაგროვებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს.
ჩვენი შეხვედრა დეკემბერში ძალიან ემოციური იყო. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩემს გიტარაზე დავაკვრევინე თითოეულს.

ვფიქრობ, ძალიან დიდი მოტივაცია და მათთვის ახალი ეტაპი იქნება მუსიკასთან დაახლოება. თუ გაქვთ ისეთი ინსტრუმენტები (გიტარა, პერკუსია, სინთეზატორი, ა.შ.) რომლებსაც არ იყენებთ და უბრალოდ ამტვერებთ თაროზე ან კარადის თავზე, გთხოვთ შემეხმიანეთ მე, ან სერგი გვარჯალაძეს. წინასწარ მადლობა.”