14 თებერვალი, 2019

საპოვნელა – მარიკა ბარათაშვილი

საპოვნელა - მარიკა ბარათაშვილი”ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია,
შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად:
პაწაწინა,მარჯნისფერი ყვავილია,
იმერეთში ეძახიან” საპოვნელას”.

შევხედე და მიმიზია იმთავითვე,
ტურმე ყველა სასოებიტ ანდობს იმედს,
ბედს დაეძებს თუ დანაკარგს-რამე ნივთებს,
ევედრება: ”საპოვნელა,მაპოვნინე!”

მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე
ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა.
ვენაცვალე!სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,
რადგან,ჩემო,შენი გული მაპოვნინა.”