10 თებერვალი, 2019

“პროფილი” ეთერში აღარ გავა

"პროფილი" ეთერში აღარ გავამაია ასათიანის გადაცემა “პროფილი” ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში აღარ გავა. ამის მიზეზი გადაცემის წამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

ინფორმაცია შოთო სიხარულიძემ გაავრცელა:

” მაია ასათიანის “პროფილი” ეთერში აღარ გავა. ამის მიზეზი მაიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება გახდა… ერთი გადაცემაა ჩაწერილი და ხუთშაბათს გავა…

მაია ასათიანს ჯანმრთელობას ვუსურვებ… ჩემს ტკბილ ფორთოხალს ყველაზე ძლიერ ქალს საუკეთესო დედას… ღმერთს ვთხოვთ, დიდხანს გვყავდე….

ვიცი, რომ იმ ტკივილს ვერ შეგიმსუბუქებთ, რასაც გულით ატარებ, მინდა მოგეფერო იმ დიდი სიყვარულისთვის… შენ ძლიერი და განუმეორებელი ქალი ხარ… მიუხედავად ამხელა ტკივილისა, ყოველთვის მზად ხარ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, შენ ჩვენ გვჭირდები…

მიყვარხარ მაიკუნა, ჩემო თბილო და ტკბილო…”