2 თებერვალი, 2019

პეტრე ოცხელის ევროპული ცხოვრება დაიწყო

პეტრე ოცხელის ევროპული ცხოვრება დაიწყოუნიჭიერესი ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის ევროპული ცხოვრება დაიწყო.

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს:

“არის, აღსრულდა! – დიდი ქართველი მხატვრის პეტრე ოცხელის ევროპული ცხოვრება დაიწყო.

ამ მხატვრის შემოქმედებით ბიოგრაფიაში და ჩვენი თითქმის საუკუნოვანი მუზეუმის ისტორიაში პირველად ევროპულმა გამომცემლობამ ოცხელის ნახატების ფერადი ალბომი გამოსცა. კატალოგში შესულია 100-ზე მეტი რეპროდუქცია, თან ახლავს კოტე ჯანდიერის შესანიშნავი ტექსტი, შემდგენელი თქვენი მონა მორჩილი, შესავალი ჩემი და ვლადიმერ ველმისნკი, ტექსტი ასევე ხელოვნებათმცოდნე ვადიმ ზახაროვი.

წიგნი დაიბეჭდა ბერლინში გამომცემლობა ciconia-ში. უმაღლესი პოლიგრაფია და დიზაინი, ისე როგორც ეს ოცხელს ეკადრებოდა. განსაკუთრებული მადლობა საქართველო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, წიგნის ეროვნულ ცენტრს და გამორჩეულად იკი ჭოღოშვილს, რომელმაც დიდი შრომა და ენერგია ჩადო ამ საქმის წარმატებაში.

ვულოცავ ოცხელის შემოქმედების თაყვანისმცემლებს, ავტორებს, მუზეუმელებს, დარწმუნებული ვარ ამით ოცხელის მსოფლიო ტურნე იწყება.”

პეტრე ოცხელის ევროპული ცხოვრება დაიწყო

პეტრე ოცხელის ევროპული ცხოვრება დაიწყო