10 თებერვალი, 2019

ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკაში დააჯილდოვეს

ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკაში დააჯილდოვესზაზა ხალვაშის ფილმ „ნამეს“ ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკაში დააჯილდოვეს. გიორგი ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

ამ ნომინაციაში ქართველ ოპერატორთან ერთად კიდევ ორი ნომინანტი იბრძოდა, თუმცა გამარჯვებულად გიორგი შველიძე დასახელდა.

რიგით 33-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ამერიკაში გაიმართა.

ქართველმა ოპერატორმა უცხოურ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ უბედნიერესია და ეს გამარჯვება ყველა კინემატოგრაფისტს ეკუთვნის. მსგავსი დაჯილდოვებები კი სტიმულია ყველასთვის, რომ მეტი იმუშავონ და საყვარელი საქმე აკეთონ.

ზაზა ხალვაშის “ნამე” სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. ფილმი საქართველომ “ოსკარზეც” წარადგინა, თუმცა “ნამე” საუკეთესო ფილმების ჩამონათვალში ვერ მოხვდა.