28 თებერვალი, 2019

“ნუ გეწყინებათ ქართველებო სიმართლე!”

გურამ ქართველიშვილი– ნუ გეწყინებათ ქართველებო სიმართლე, – ასე მიმართავს თანამემამულეებს მწერალი გურამ ქართველიშვილი ჩანაწერში ,,ბედნიერი ერის” უბედური სამშობლო:

“წაიკითხეთ, შემაგინეთ და ძილი გააგრძელეთ…

რუსეთი და ამერიკა საქართველოს დასაპატრონებლად იბრძვიან, ხოლო ამ ვეშაპების ომში თურქეთი და ირანი ,,თავისი წილი ტორტის ნაჭერის” მიტაცებას ცდილობენ. სომხეთი ჯავახეთს ებღაუჭება, აზერბაიჯანს გარეჯზე და ქვემო ქართლზე აქვს თვალი დადგმული. რუსს ამოფარებული ოსები მყარად დგანან ზემო ქართლს და აფხაზეთი ჩვენი კი არა, უკვე აფხაზებისაც აღარ არის. ქვიშაზე უმრავლესი ჩინეთი თავისას ცდილობს, ხოლო ამერიკის გოშია ევროპა მიგრანტთა არმიების შემოსევით გვემუქრება. არაბი ათასი წლის წინანდელ კუთვნილებად თვლის ამ გზათგასაყარს და თავისი ჯილაგის შემოყოლებას ცდილობს ასიათასობით შემოსასახლებელ მიგრანტულ ტალღაზე.

უმძიმესი გეოპოლიტიკური უბედურება ტრიალებს საქართველოს თავს. ამ დროს კი, ქართველობა ზემოთ ჩამოთვლილთა აგენტებად ვართ დაყოფილი და ნებსით თუ უნებლიედ მოვუძღვით გადამთიელებს საქართველოში. მთავრობა ისეა გათახსირებული, რომ ქართველების ამ მიწიდან განდევნაში ფულს აკეთებს და ყველას წინაშე ხელისბიჭობს. რატომღაც პრეზიდენტებად, პარლამენტარებად, მერებად და პრემიერებად ჩვენგანვე წოდებული აფერისტები უღვთოდ ყიდიან ქვეყანას, ხოლო სუპერ ,,კიდალა” ივანაშვილი ყველა იუდური ბიზნესგარიგების ლომის წილშია.

,,ბედნიერი” ქართველები კი აფერისტი ტელემედიით ვსაზრდოობთ და ცხრათააგენტი სააკაშვილის ,,საქმეთა საგმიროთა” განხილვაში ან ბიძინია მისგან ,,მხსნელის” პოლიქრონიონებში ვათენ-ვაღამებთ. ერთმანეთს ვჭამთ და მოძმის ხორცის მადიანად ძიძგნაში ,,მაყუთს” ვშოულობთ. შვილები ნარკოტიკზე გვყავს შესმული, ხოლო სკოლები პედერასტიზაციის ასპარეზად გვაქვს ქცეული. ეკლესიის მამათა დიდი ნაწილი ამ ვაქჰანალიიდან ხელის მოთბობას ცდილობს და თავისივე წიაღში მოღვაწე მართალ მამებს სისხლს უშრობს.

რაღა გავაგრძელო და იმ საქართველოდან, რომელიც ზნეობის ნაკვერჩხალს არც ერთ ეპოქაში არ აციებდა, ნატამალიც აღარაა დარჩენილი. სასაცილო–სატირალი კი ისაა, რომ ყველაფერ ამის შემოქმედ ბიომასას ისევ ქართველად მოაქვს თავი და ამის არგუმენტად მუცელჩასახეთქი ხინკალ–საცივი მოჰყავს. სუფრებზე იხარჯება, სუფრებზე პატრიოტობს და კუჭის ამოყორვისთვის ლოცულობს.

P.S. ნუ გეწყინებათ ქართველებო სიმართლე, ეს ხომ თქვენი და თქვენგანვე გამწარებული სამშობლოს რეალობაა?

მარად თქვენი ,,ხმად მღაღადებლისა” გურამ ქართველიშვილი.”