19 თებერვალი, 2019

კინტოები – თბილისური საზოგადოების დეგრადირებული ფენა

კინტოები - თბილისური საზოგადოების დეგრადირებული ფენაკინტოები თბილისის ყოფას XX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩნენ, ისინი თბილისური საზოგადოების განუყოფელი ნაწილი იყვნენ.

პოეტ არჩილ სულაკაურის მოსაზრებით კი, კინტოები თბილისური საზოგადოების დეგრადირებულ ფენას წარმოადგენდნენ:

“კინტოები – თბილისური საზოგადოების დეგრადირებული ფენა. კინტო უსაქმური, ლაზღანდარა, უპრინციპო კაცი გახლდათ….

კინტო რომ კარგი ყოფილიყო, ლიტერატურა შემოინახავდა მათ სახეებს, მე ვგულისხმობ პროზას, რომელიც ცხოვრებას აღწერს, ფაქტიურად ლიტერატურა არ იცნობს კინტოს.

მე კინტოურ ცეკვას არავის ვუშლი, მხოლოდ ვაცხადებ, რომ კინტოს ქართულ მოვლენად გამოცხადება არ შეიძლება, რადგან ის არც ქართული და, უფრო მეტიც, თბილისური მოვლენაც კი არ არის.”