27 თებერვალი, 2019

გია ნიკოლაძე: “ხვალ დიდი დღეა!”

გია ნიკოლაძე: "ხვალ დიდი დღეა!"მომღერალი და პოეტი გია ნიკოლაძე აფრთხილებს ყველას, რომ ხვალ დიდი დღეა.

”სამშობლოსთან ვინც ვართ ვალში, ვიკრიბებით თებერვალში, 2 საათზე ვაკის პარკში მიწას ვშაქრავთ 28-ში.”

უკვე რამდენიმე წელია ხელოვანი გამოდის ინიციატივით, რომ ყოველი წლის 28 თებერვალს, ზამთრის ბოლო დღეს დავშაქროთ დედამიწა:

“ხვალ დიდი დღეა, ძვირფასო,
ვაკის პარკშია ყრილობა…
მისი დევიზის არსია:
მიტევება და ზრდილობა…
ყრილობის წევრი ყოველი
კურთხევას შესთხოვს უწმინდესს…
უნეტარესიც დალოცავს
რადაც არ უნდა უღირდეს…
რაც ბუნებრივად ცხადია
დედამიწაში ერთდება…
მიწა, წყალი და ჰაერი,
ღვთიური ცეცხლით ღმერთდება…
უნეტარესის ნაკურთხი
პლანეტას მოეფინება…
დედამიწელებს შეკრიბავს
და მხსნელად მოევლინება…
ამ უჩვეულო თებერვალს
ხეებში სიტკბო ჩადგება…
პლანეტა გადაიხრება
და ყოფილ ღერძზე დადგება…
ხალხში რომ ღმერთის ძალაა
ეშმაკსაც მოეხსენება…
ეს ნათელია! აღარც ღირს,
უხსენებელის ხსენება!
ზღაპარი რეალურია!
ვალი კი ერთად ქმედება!
ხვალ ვაკის პარკში ზეიმობს
ხალხური შემოქმედება!”