11 თებერვალი, 2019

ეკატერინე ჭავჭავაძის უცნობი ტილო ერმიტაჟში

ეკატერინე ჭავჭავაძის უცნობი ტილო ერმიტაჟშიალექსანდრე ჭავჭავაძის ასულის ეკატერინე ჭავჭავაძის უცნობი ტილო ერმიტაჟშია დაცული სახელწოდებით “შუახნის ქართველი ქალბატონი”.

სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფლის ნახატი ისტორიკოს გიორგი კალანდიას მისმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა ბეჰრუზ ჰუსეინზადემ გადაუგზავნა:

“ეს ბრწყინვალე ნამუშევარი გვიან ღამით ჩემმა აზერბაიჯანელმა მეგობარმა ბეჰრუზ ჰუსეინზადემ გადმომიგზავნა. ნახატი ერმიტაჟშია დაცული სახელწოდებით “შუახნის ქართველი ქალბატონი”.

ფოტოს დავხედე თუ არა, მივხვდი, რომ საქმე უნიკალურ ამბავთან გვაქვს. ეს შუახნის ქალბატონი, სინამდვილეში წინანდლის ვარდი, ტატოს სატრფო და სამეგრელოს ბანოვანი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძეა! აფერუმ, შენ, დედოფალო, წლებმა ვერაფერი დაგაკლო.

შენი სიდიადე დღესაც ბრწყინვალედ გამოსჭვივის ამ ნახატიდან!”