8 თებერვალი, 2019

ბორჯომში უძველესი თაფლი აღმოაჩინეს

ბორჯომში უძველესი თაფლი აღმოაჩინესბორჯომში სოფელ საკირეში არქეოლოგებმა გათხრების შედეგად უძველესი თაფლი აღმოაჩინეს.

ინფორმაცია გეგა ხვედელიძემ გაავრცელა:

“ბორჯომში, სოფელ საკირეში, ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოაჩინეს უძველესი თაფლი. რამდენიმე წლიანი ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ თაფლი 5500 წლის წინანდელია. ასევე მეცნიერები გვიდასტურებენ, რომ თაფლი არის მოშინაურებული ფუტკრისგან დამზადებული და არა ველური.

აქამდე თაფლის უძველეს კერად ეგვიპტე ითვლეობდა, რადგან 3000 წლის წინანდელი თაფლი, ტუტანხამონის საფლავში აღმოაჩნეს და მისი ანალოგი არ მოიძებნებოდა.

ბორჯომში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევამ კი დაადასტურა, რომ საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ თაფლის სამშობლოც არის.”