13 თებერვალი, 2019

“ახალი მზიური” გაქურდეს

"ახალი მზიური" გაქურდესბავშვთა ქალაქ მზიურში მდებარე სოციალური კაფე “ახალი მზიური” გაქურდეს.

ჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ დანაშაული 5-მა არასრულწლოვანმა ჩაიდინა.

კაფედან წაღებულია მცირე ოდენობის თანხა, ლეპტოპი, აიპოდი და მობილური.

“ახალი მზიური” ფოტოხელოვანმა ანა გოგუაძემ გახსნა და მისი მიზანი, ჩამკვდარი ბავშვთა ქალაქ “მზიურისთვის” ახალი სიცოცხლის მინიჭებაა.

“ახალ მზიურში” სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები იმართება, საინტერესო აქტივობების გამო, სოციალურ კაფეს ვიზიტორებიც არ აკლია.