26 იანვარი, 2019

ვალერიან შიუკაშვილის საჩუქარი მომავალ დედებს

ვალერიან შიუკაშვილის საჩუქარი მომავალ დედებსპიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა მომავალ დედებს საჩუქარი მოუმზადა.

ინფორმაცია ამის შესახებ თეონა ჯორბენაძემ გაავრცელა:

“ალბათ, ბევრს ეგონა ჩემსავით, რომ ორსულობის პერიოდში მოსმენილი კლასიკური ნაწარმოებების ამბავი ერთგვარი მითი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მგონია რომ მომავალი დედები მაინც იმედით ეკიდებოდნენ საკითხს და ცდლიობდნენ ორსულობის პერიოდში კლასიკისთვის ესმინათ. ასეთებს ნამდვილად ვიცნობ და მათ შორის, რა თქმა უნდა, მეც ვარ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, Artists Union ConceptArt, უძვირფასეს და უმაგრეს არტისტ ვალერიან შიუკაშვილთან და ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაცია ACT-თან ერთად ზემოთქმულ მითს რეალობად აქცევს.

გამოიცემა CD Pregnancy music (სიდი ორსულთა მუსიკა) და 3 მარტს, დედის დღეს ვალერიან შიუკაშვილი სწორედ ორსულებისთვის, მომავალი დედებისთვის დაუკრავს. ნაწარმოებები პოლონეთში ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებზე დაყდნობით შეირჩა, თუმცა საბოლოო პროგრამა ACT დასკვნას დაელოდება.

ასე რომ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით თუ როგორი დიდი სარგებელი მოაქვს კლასიკურ მუსიკას.
ყველაფერი კი მრავალი წლის წინ დაიწყო, ვალერიანს ორსულმა მეგობარმა შესჩივლა კლასიკის სმენა მინდა და მხოლოდ სინთეზატორზე დაკრულს ვპოულობ ინტერნეტშიო. შემდეგ ეს იდეა მოხვდა პოლონეთში, სადაც ვაკოს მონაწილეობით ჩატარდა კვლევა, მოგვიანებით რამდენიმე ნაწარმოები ჩაიწერა და ვაკომ ერთ მშვენიერ საღამოს, სრულიად შემთვევით სიტყვას მოაყოლა ეს ამბავი. რა გასაკვირია, რომ მაშინვე დავინახე კონცერტი, ბევრი ორსული რომ ესწრება იმ კადრით.

მოკლედ Pregnancy music (ორსულთა მუსიკა) მსმენელთან შესახვედრად ემზადება, სპეციალური ფოტოსესიაც კი მივუძღვენით.

როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად მახარებს ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებთან ერთად პროექტის კეთების პროცესი, როცა ასეთი სიყვარულია, ამბავიც თავისთავად მიმზიდველი და სიყვარულიანი გამოვა.”