10 იანვარი, 2019

უჩა კორძაია გარდაიცვალა

უჩა კორძაია გარდაიცვალალეგენდარული ანსამბლის “75”-ის წევრი, მუსიკოსი უჩა კორძაია გარდაიცვალა.

ეს სამწუხარო ინფორმაცია მსახიობმა თემურ გვალიამ გაავრცელა:

“ჩვენი უჩა გარდაიცვალა კორძაია.”

მუსიკოსი წლების მანძილზე ვერაგ დაავადებას ებრძოდა. ის ლიმპომით იყო ავად.

უჩა კორძაიას დასახმარებლად მისმა კოლეგებმა არაერთი საქველმოქმედო კონცერტი გამართეს, რათა მეგობარს ფინანსურად დახმარებოდნენ, თუმცა მუსიკოსი დაავადებასთან ბრძოლაში დამარცხდა.