11 იანვარი, 2019

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავსთბილისის აზერბაიჯანულ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საბჭოს რეკომენდაციით ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად თურგაი ველიზადე დაინიშნა.

თურგაი ველიზადე, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მოგვიანებით მან დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურის სარეჟისორო ფაკულტეტი.

თურგაი ველიზადე თბილისის აზერბაიჯანული თეატრში დაარსების დღიდან მუშაობს მსახიობად და რეჟისორად. მას დადგმული აქვს რამდენიმე სპექტაკლი, როგორც თბილისის აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე, ასევე პოლონეთისა და ლიტვის სხვადასხვა ქალაქებში. თურგაი ველიზადეს მონაწილეობა აქვს მიღებული ბაქოს, ლიტვისა და თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში და დაჯილდოვებულია წლის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში.