20 იანვარი, 2019

„საქართველოს ვარსკვლავის“ ათეული ცნობილია

„საქართველოს ვარსკვლავის“ ათეული ცნობილიამუსიკალური შოუს “საქართველოს ვარსკვლავის“ ათეული ცნობილია.

პროექტის ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალურ შოუში მოხვდნენ – გიორგი ნაკაშიძე, ნინი ცნობილაძე, ოთო ნემსაძე, მარიამ კახელიშვილი, იკაკო ალექსიძე, თამარ ლაჭყეპიანი, ლიზა კალანდაძე, დიმა კობეშავიძე, გიორგი ფრუიძე და ბესო ნემსაძე.

“საქართველოს ვარსკვლავის” რჩეულები კონკურსის მთავარი პრიზისთვის – „ევროვიზიის საგზურისთვის“ იბრძოლებენ.

მუსიკალური შოუს ფინალისტების პირველი საკონკურსო ტური 26 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და ყოველ შაბათს “საქართველოს ვარსკვლავს” თითო მონაწილე დატოვებს.

თუ ვინ წარადგენს საქართველოს ”ევროვიზია 2019”-ზე, ამას მაყურებლის მიერ მიცემული ხმები გამოავლენს.