22 იანვარი, 2019

სამარცხვინო ტყუილი “იმერულ ესკიზებთან” დაკავშირებით

სამარცხვინო ტყუილი "იმერულ ესკიზებთან" დაკავშირებითნანა მჭედლიძის ფილმ “იმერულ ესკიზებთან” დაკავშირებით სამარცხვინო ტყუილი გავრცელდა.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ იგი გაიზარდა ეზოში, სადაც ეს ფილმი გადაიღეს.

პრემიერი ტყუილში ზვიად კუპრავამ ამხილა:

“პრემიერი ბახტაძე ისე მიდის თანამდებობიდან, არაფერი დამიწერია და მითქვამს მასზე, მნიშვნელოვანი. არაფერი იმიტომ, რომ არაფერი იყო და შესაბამისად არაფერი ტოვებს პრემიერ მინისტრის პოსტს.

მაგრამ, ეხლა გადავწყვიტე (მემგონი პირველი და უკანასკნელი) პოსტი მივუძღვნა მას.

გახსოვთ ალბათ, პრემიერ მინისტრად დანიშვნის პერიოდში ბახტაძე, რომელიც თავის თავს პოზიტიური ელემენტებით ახასიათებდა, იმედის ეთერში განაცხადა, რომ ის გაიზარდა იმ ეზოში, სადაც ცნობილი ქართული კომედია ,,იმერული ესკიზები“ არის გადაღებული და ყოველ წელს ცდილობს ზაფხულობით ჩავიდეს და მიიღოს სულიერი სიამოვნება.

ამაში სათაკილო და დასაძრახი განა რა უნდა იყოს, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება…

სახლი, სადაც ,,იმერული ესკიზები“ არის გადაღებული არ ეკუთვნის და არც არასოდეს ეკუთვნოდა მამუკა ბახტაძეს, ან მის ოჯახს.

ფილმი გადაღებულია სოფელ დიდ ჯიხაიშში.

აღნიშნული სახლი (უკვე 6 წელია დანგრეულია) და ეზო, 30 წელია ეკუთვნის დეიდაჩემს და მის ოჯახს, ჩემს დეიდაშვილს ზურაბ ლეჟავას.

პრემიერის რა გითხრათ და მე ნამდვილად ვარ გაზრდილი იმ სახლში და ეზოში, თუმცა ბახტაძე მაშინ ჩვენ, ბავშვებს არასოდეს თვალით არ გვინახავს.

პრემიერი ბახტაძე არის პრიმიტიული მატყუარა.

პ.ს. ჟურნალისტებს ვისაც გაინტერესებთ თემა, შემიძლია კონტაქტები მოგაწოდოთ.”