8 იანვარი, 2019

“რა მარგო, ნეტავ, შობამა, ჩემთვინ რა მოუტანია?” – ვაჟა ფშაველა

"რა მარგო, ნეტავ, შობამა, ჩემთვინ რა მოუტანია?" - ვაჟა ფშაველა“საწყალი საწყლადვე რჩება,
ისევ სდის ცრემლის ღვარია.
მგლები, აფთრები მრავლდება,
ხარობს იმათი გვარია;” – წერდა გასულ საუკუნეში ვაჟა ფშაველა და მისი სიტყვები დღეს კიდევ უფრო აქტუალურია:

“რა მარგო, ნეტავ, შობამა,
ჩემთვინ რა მოუტანია?
ვინც იშვა, ცაში ბრძანდება,
მას ჩვენთვის აღარ სცალია;
ქვეყნის გულისთვის იღვაწა,
სული ტანჯვაში დალია!
და დღეს კი იმის სწავლისა
აღარსადა სჩანს კვალია;
გვერდს უგმირავენ ლახვრითა,
მოსჩქეფს ძმარი და წყალია,
ვინ აასრულა მოძღვრება:
„მოყვასი შეიბრალია!“
გარეგნულად ვსცემთ პატივსა,
ფორმისთვის უკრავს ზარია.
დღესც ვერ შევიგნეთ მის მცნება,
გვესმის რამდენი ხანია!
საწყალი საწყლადვე რჩება,
ისევ სდის ცრემლის ღვარია.
მგლები, აფთრები მრავლდება,
ხარობს იმათი გვარია;
აზრი კი, აზრი მაღალი,
ჰგოდებს ბედ-განამწარია!”