28 იანვარი, 2019

ქართველი დედების მთავარი დანაშაული

ქართველი დედების მთავარი დანაშაულიმხატვარი გია ეძგვერაძე ქართველი დედების მთავარ დანაშაულად შვილების მიმართ “უსასყიდლოდ მსახურებას” მიიჩნევს და ამის გამო კიცხავს მათ:

“ქართველი დედები (ზოგადად კი მშობლები) იცით სად არიან უსაშველოდ დ ა მ ნ ა შ ა ვ ე თავისი შვილების მიმართ? “უსასყიდლოდ მსახურებას” რომ ეწევიან შვილების მიმართ, ამ იდეას აჩვევენ და უმტკიცებენ შვილებს! მანდ ჰყავთ დაბრედილ/გაჩანაგებული თავისი პირმშო და მანდ არიან შვილების წინაშე კრიმინალები!

ასეთი “უსასყიდლო” დამოკიდებულებით გაზრდილ ბავშვს უყალიბდებათ ცნობიერება, რომ სამყაროც ასე “უსასყიდლოდ” უნდა მოექცეს მათ – შეყვარებულიც, მეგობარიც, მეუღლეც, სახელმწიფოც, ღმერთიც… ანუ ადამიანებისგან (სამყაროსგან) “ბუნებრივად” ითხოვენ მფარველობას, წყალობას, უსასყიდლობას!

ასეთი გაზრდის გამოისობით ქართველთა უდიდეს უმრავლესობას მ ა დ ლ ო ბ ი ს (მადლობა – არის მადლიერების განცდა და არა სიტყვა!) თქმა უბრალოდ ა რ შეუძლია (აქ გასრიალებული მადლობა არ იგულისხმება მაღაზიის ან რესტორნის), არ შეუძლია ბ ო დ ი შ ი ს (ბოდიში არის საკუთრი შეცდომის მიმართ წუხილის განცდა და არა სიტყვა) მოხდა. ამიტომ დასავლეთში (რომელიც მადლობის და მობოდიშების სივრცეა) ქართველეიბი სრულიად ეგოცენტრულად და ოდიოზურად აღიქმებიან. ასეთი პრიმიტივიზმი (უფრო პრიმიტიული არაფერი შეიძლება იყოს – სამყარო “მადლობაზე” და “მობოდიშებაზე” დგას – ასეთია ადამიანების ურთიერთობების კონსტიტუცია.

ვისაც არ გესმით წაიკითხეთ მარსელ მოსი “ინცესტუოზურობის ფორმაა” – ამიტომ ადამიანი არ ვითარდება, არ იკვლევს ადამინებს შორის დამოკიდებულების საფუძვლებს, არ ცდილობს იპოვოს გადარჩენის და დაფუძნების ორგინალური, საკუთარი გზები ურთიერთობებზე და საკუთარი თავის არსზე ფიქრით, განსჯით და ანალიზით;

სამყარო მას ასეთ უსასყიდლობას რომ არ სთავაზობს, ამის გამო მთელი ცხოვრება ტრავმირებულად გრძნობს თავს და ნაწყენათ – “გულნატკენია”, რომ სამყარომ (ადამიანებმა) არ შესთავაზა მას უსასყიდლოდ სიყვარული, დაცულობა, არ ატივტივა და “აგულავა” როგორც დედიკომ და მამიკომ “აგულავეს” – უსასყიდლოდ მსახურებით.

(მშობლების მხრიდან უსასყიდლო მსახურება, რომ სრული სიყალბეა და ადამიანების მონების დიდკლანად ქცევის სტრატეგია, ეს კიდევ სხვა თემაა, ამაზეც დამიწერია და კიდევ დავწერ).

ისწავლეთ ხედვა(!) – რომ თქვენს გარშემო მხოლოდ “სხვები” არიან და ისწავლით სწორ და ჯანსაღ ცხოვრებას – ზრდილობას, მადლობას, ბოდიშს, ანუ ურთიერთობებს ადამიანურ სამყაროში და არა “ინცესტუოზურ ინკუბატორში” (როგორიც საქართველოა).

ალბათ იკითხავთ – როგორ გავზარდოთო? გაზარდეთ შეგნებით, რომ ყველანი ერთ დიდ ბრძოლაში ვართ ჩაბმული, რომელსაც “ადამიანის გარდასვლა” ჰქვია!”