16 იანვარი, 2019

ნინო მდივანი – არტურ კონან დოილის ქართველი რძალი

ნინო მდივანი - არტურ კონან დოილის ქართველი რძალინინო მდივანი მსოფლიოში აღიარებული მწერლის არტურ კონან დოილის ულამაზესი ქართველი რძალი იყო. მას 4 დედმამიშვილი ჰყავდა – სერგი, დავითი, ალექსი და რუსუდანი. ხუთივე მდივანი გასული საუკუნის 20-30-იანი წლების ევროპული პრესის ფურცლების ხშირი სტუმარი იყო.

არტურ კონან დოილის შვილმა დენის კონან დოილმა და ნინო მდივანმა ერთმანეთი ბრისტოლის ავიაგამოფენაზე გაიცნეს. ნინო მდივანი იურისტ ჩარლზ ჰურბერიხზე იყო გათხოვილი, მაგრამ მათი 11-წლიანი ოჯახი დაინგრა.

ნინო და დენისი დაქორწინდნენ. ვინაიდან დენისი მოყვარული ავიატორი იყო და მთელი ცხოვრება თვითმფრინავების ახალ მოდელებზე მუშაობდა, მამის არტურ კონან დოილის ნაწარმოებების წიგნებად გამოცემის უფლება მეუღლეს გადასცა.

ნინო სრული სერიოზულობით მოეკიდა დაკისრებულ მოვალეობას და არტურ კონან დოილის ნაწარმოებებს ღირსეული პატრონობა გაუწია. სწორედ ქართველი რძლის უშუალო ინიციატივით და აქტიურობით გაიზარდა მწერლის წიგნების ტირაჟი.

მეუღლის – დენის კონან დოილის გარდაცვალების შემდეგ, არტურ კონან დოილის ნაწარმოებების ერთპიროვნული მფლობელი ნინო მდივანი გახდა.

დენის კონან დოილის გარდაცვალების შემდეგ, ნინო მესამედ გათხოვდა და მისი რჩეული ინგლისელი გამომცემელი ენტონი ჰარვუდი გახდა.