26 იანვარი, 2019

მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა

მიშელ ლეგრანი გარდაიცვალალეგენდარული კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი 86 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა.

ინფორმაცია “ფრანს პრესმა” ხელოვანის პრეს-ატაშეზე დაყრდნობით გაავრცელა.

ოსკარის სამგზის ლაურეატი კომპოზიტორი საქართველოშიც იმყოფებოდა. პირველად იგი 1995 წელს ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში ჯანსუღ კახიძის მოწვევით და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტები გამართა. 8 წლის წინ კი ბათუმს ესტუმრა და კონცერტი თამარ გვერდწითელთან ერთად ჩაატარა.

მიშელ ლეგრანი მუსიკას ძირითადა კინოფილმებისთვის წერდა. “შერბურის ქოლგები” მისი შემოქმედების სავიზიტო ბარათი გახდა.