11 იანვარი, 2019

მიხეილ ზაქარიაშვილი: “ვინმე ღვთისნიერი ადამიანი არ გყავთ?”

მიხეილ ზაქარიაშვილი: "ვინმე ღვთისნიერი ადამიანი არ გყავთ?"– იღუპება საქართველო, ადამიანები არ ხართ? – აცხადებს მომღერალი და კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი:

“ამდენი ხანია უკვე თავს ვიკავებ განცხადებების გაკეთებისგან, შობა-ახალი წელია და არ მინდა რაიმე უარყოფითი ვთქვა ვინმეზე. ეგრევე პოლიტიკას აწვებიო მეტყვიან, დამღალეს უკვე რაააა, მაგრამ რაც ხდება ამ ქვეყანაში, ეს უკვე ნამეტანია, ამიტომ კითხვა მაქვს:

თქვენ მართლა გჯერათ, რომ ოცნებაში განხეთქილებაა? ოცნების ხელისუფლებაში ასე უნიჭო სპექტაკლებს ვინ დგამს? რა დროს მაგათ გადაჯგუფებაზეა საუბარი, როცა ქვეყანა ასეთ დღეშია? იქ ვირუსი უტევს ჩვენს მოსახლეობას, ახალგაზრდები იღუპებიან, შიმშილი, უსახსრობა, უწამლობა, სრული განუკიხაობაა ერშიც და ბერშიც…

ვინმე ღვთისნიერი ადამიანი არ გყავთ ამ ხელისუფლების ზედა ეშელონებში, რომ ხალხს მიხედოს და თავის მეგობარ კოლეგებს რამე შეაგნებინოს? იღუპება საქართველო – ადამიანები არ ხართ?”