17 იანვარი, 2019

მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლები მოიხსნა

მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლები მოიხსნამარჯანიშვილის თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები მოიხსნა:

“მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებს!

17 იანვარი არის გლოვის დღე. დღეს დანიშნული სპექტაკლები “მთვრალი ალუბალი” და “თავისუფალი პეპლები” მოიხსნა და ჩატარდება ორშაბათს, 21 იანვარს, დასაწყისი 20:00 საათზე.

რაც შეეხება ბილეთებს, თქვენ შეძლებთ არსებული ბილეთებით დაესწროთ სპექტაკლს და, იმ შემთხვევაში, თუ ბილეთების დაბრუნება გსურთ, უნდა მობრძანდეთ დღეს 16:00-20:00 საათამდე თეატრის სალაროში.”