მწერალი დინა მირცხულავა აცხადებს, რომ ვერანაირად ვერ დაშოშმინდება, რადგან მის პატარა საქართველოს შველა სჭირდება:
“მე პატარა ერის შვილი ვარ, ამიტომ ვერანაირად ვერ დავშოშმინდები იმით, რომ სხვა დიდ ქვეყნებში უარესი ამბები ხდება…
მე პატარა ერის შვილი ვარ და ჩემთვის დიდი პრობლემაა, თუნდაც ერთი ნასვამი მძღოლი საჭესთან, რომელმაც ჩემი ძმა მოკლა.
მე პატარა ერის შვილი ვარ და ჩემთვის დიდი პრობლემაა, მიწისქვეშა გადასასვლელში მჯდარი მზესუმზირის გამყიდველი მოხუცი ბებო, რომელსაც ჩემი ნაჩუქარი შავი კოფთა ზამთარ-ზაფხულ გაუხდელად აცვია.
მე პატარა ერის შვილი ვარ და ამ “სიპატარავეში” ძალიან მებევრება, თუნდაც ერთი უვიცი ექიმი, ერთი მასწავლებელი, ერთი გულგრილი თანამშრომელი, ერთი ამჩემფეხება პოლიციელი…
ყელში ამომდის ასორმოცდაათი მუქთახორა კანონმდელებელი…
ერთი პატარა სოფლის რწმუნებული და ოთხი სპეციალისტი, ერთი ქალაქის ერთი მერი – მისი ათი მრჩეველით…
შეცდომით შემოგდებული პრეზიდენტი.
გამოსწორებული ნაცები.
ტაშისმკვრელი ქოცები.
ეკონომიკის მინისტრის განცდები.
გაქანებულები და დამხვდურები…
მე პატარა ერის შვილი ვარ და ჩემთვის დიდი ტრაგედიაა ჯართის შემგროვებელი ერთი ბიჭუნა, გაზით გაგუდული თუნდაც ერთი ადამიანი…
არ მაინტერესებს დიდ ქვეყნებში რა სტატისტიკაა….
მე პატარა ერის შვილი ვარ და დიდი პრობლემაა – წარწერები – “იყიდება სახლი”, “იყიდება მიწის ნაკვეთი ხეხილით”…
მე პატარა ტერიტორიაზე დასახლებული პატარა ერის შვილი ვარ….”
