24 იანვარი, 2019

ასე ჟღერს რეზო ლაღიძის მოპარული “თბილისო”

რეზო ლაღიძის ნაწარმოები ლა სკალას სცენაზეკომპოზიტორ რეზო ლაღიძის სავიზიტო ბარათად ქცეული სიმღერა “თბილისო” მოიპარეს.

სიმღერა კომპოზიტორმა თბილისის 1500 წლის იუბილეს მიუძღვნა და მისი პირველი შემსრულებლები დები – ნაზი და ნათელა ჩაფიჩაძეები იყვნენ.

ამის შემდეგ, “თბილისო” ნანი ბრეგვაძემ იმღერა და დღემდე მისი რეპერტუარიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმღერაა.

ცნობილმა მომღერალმა ჯერი სკოტმა კი სიმღერა გამოსვლიდან მალევე მოიპარა, ინგლისურენოვანი ტექსტით შეასრულა და მას ”Stay With Me” (დარჩი ჩემთან) უწოდა.