10 დეკემბერი, 2018

ზვიად გამსახურდიას დაუჯერებელი წინასწარმეტყველება

ზვიად გამსახურდიას დაუჯერებელი წინასწარმეტყველება – ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა, გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა, – ამბობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ის ჩვენი ქვეყნის მომავალს წინასწარ ჭვრეტდა. ამის დასტურია გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გაკეთებული განცხადება:

“მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება საქართველოს სიყვარულით იყო აღსავსე. შეცდომებისაგან დაზღვეული არავინ არის. მე გადავდგები, მე წავალ, მაგრამ კარგად ვხედავ, რაც მოხდება ჩემი გადადგომის შემდეგ: კუთხე კუთხეს გადაეკიდება, ქალაქი – სოფელს. თვით ნათესავებსა და ოჯახებშიც კი მოხდება ურთიერთდაპირისპირება…

ერი შუაზე გაიხლიჩება, შური და მტრობა დაისადგურებს ყველგან, კრიმინალური ელემენტები გაბატონდებიან და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, სანამ ერი გონზე მოვა და ძალას მოიკრებს.”