22 დეკემბერი, 2018

ვალერიან შიუკაშვილი: “მრცხვენია!”

ვალერიან შიუკაშვილი: "მრცხვენია!"პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი საქართველოში ხელოვანების მიმართ არასაკადრის დამოკიდებულებას აპროტესტებს:

“დღევანდელ დღეს საქართველოში თუ რამე დასაფასებელია, ერთ-ერთი არის ნინო ანანიაშვილის ხელოვნება და მისი უდიდესი ღვაწლი, რომელსაც მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს დღემდე…

მე მრცხვენია, რომ ჩემს ქვეყანაში ვერ აფასებენ და არ უფრთხილდებიან ადამიანებს, რომლებიც ფარავენ იმ სირცხვილს, რაც დღეს საქართველოში ხდება….

გაუფრთხილდით და მოუარეთ ნინო ანანიაშვილს, პაატა ბურჭულაძეს, ლიანა ისაკაძეს და კიდევ არც თუ ისე ბევრ გენიოსს…

გეყოთ მის ხარჯზე თქვენი რეკლამის კეთება… უმადურობაა!”