17 დეკემბერი, 2018

ცინუკი დადიანი – ლეგენდარული “მაგნოლიას” ავტორი

ცინუკი დადიანი - ლეგენდარული "მაგნოლიას" ავტორიპროფესიით ექიმი ცინუკი დადიანი არაჩვეულებრივი მომღერალი იყო. ოფიციალურად მას ნინო ერქვა, თუმცა სახელით არასდროს მიმართავდნენ, ის ყველასთვის უბრალოდ ცინუკი იყო.

სიმღერა მასში ისე შეიჭრა, თავადაც რომ ვერ მიხვდა. სიცოცხლის ბოლომდე თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში მუშაობდა, თუმცა პარალელურად თბილისის ფილარმონიის სოლისტი იყო და ასრულებდა ქალაქურ – ძველ თბილისურ სიმღერებს.

“გამარჯობა, ჩემო თბილის-ქალაქო”, “სიონში შევალ”, “ჩემი აღმართი”, “შენ რომ დამტოვე”, “მაგნოლია” – ეს ის სიმღერებია, რომლებიც ცინუკი დადიანის შესრულებით მსმენელს განსაკუთრებით მოსწონდა.

ახალი თაობისთვის მომღერლის შემოქმედებიდან ცნობილია მხოლოდ სიმღერა “მაგნოლია”, რომელიც ცინუკი დადიანმა ანა კალანდაძის ლექსზე დაწერა.

მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ცნობით, საქართველოს დამსახურებული არტისტი 77 წლის ასაკში მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა. იგი კუკიის სასაფლაოზე ტაძრის ეზოშია დაკრძალული.