14 დეკემბერი, 2018

თინათინ მღვდლიაშვილის წინასწარმეტყველება ზვიად გამსახურდიაზე

თინათინ მღვდლიაშვილის წინასწარმეტყველება ზვიად გამსახურდიაზეპოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა ჯერ კიდევ 1992 წელს იწინასწარმეტყველა ის მოვლენები, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიმართ განხორციელდა.

თავის ლექსში “თუ მომკლავთ!”, რომელიც ზვიად გამსახურდიას ეძღვნება, პრეზიდენტს ჯურღმულში და სხვის კარზე სიკვდილი არ სურს:

“მივყვები ატმების ვარდისფერ ხეივანს,
აპრილი მეხვევა მხრებზე…
თუ მომკლავთ,
ჯურღმულში ნუ მომკლავთ, გეთაყვა,
ატმებთან მომკალით, მზეზე!
მოვედი ამქვეყნად ირმების მეგობრად,
ვიცხოვრე, ვეწამე, ვთესე…
თუ მომკლავთ,
სხვის კარზე ნუ მომკლავთ, გეთაყვა,
მომკალით მამულის მკერდზე!..
ღმერთმა დამანათლა საღმრთო სიყვარული,
ხმალი მამულისთვის ვლესე!..
ნუ მომკლავთ,
უბრალოდ ნუ მომკლავთ, გეთაყვა,
თუ მომკლავთ – დიდგორის ველზე!”