24 დეკემბერი, 2018

სუხიშვილების ანსამბლი ხუთმა მოცეკვავემ დატოვა

სუხიშვილების ანსამბლი ხუთმა მოცეკვავემ დატოვა“სუხიშვილების” ხუთმა მოცეკვავემ ანსამბლში 30-წლიანი წარმატებული კარიერა დაასრულა.

განცხადება სუხიშვილების ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა:

“სუხიშვილები” დიდი სიყვარულით ვემშვიდობებით ანსამბლის დამსახურებულ, სოლისტ მოცეკვავეებს – თამარ ელიოზიშვილს, პუსკა გამსახურდიას, ნინო ღარიბაშვილს, ქეთევან აბრამაშვილს და სალომე ჩაჩუას და მადლობას ვუხდით ჩვენი ანსამბლის წარმატებაში წლების მანძილზე შეტანილი წვლილისათვის!”