6 დეკემბერი, 2018

სუხიშვილები სოლიკო ვირსალაძის 110 წლის იუბილეს აღნიშნავენ

სუხიშვილები სოლიკო ვირსალაძის 110 წლის იუბილეს აღნიშნავენანსამბლი “სუხიშვილები” დიდი ქართველი თეატრალური მხატვრისა და ქართული ნაციონალური ბალეტ „სუხიშვილების“ კოსტიუმების ავტორის, სოლომონ ვირსალაძის 110 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

22 დეკემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართება, სადაც შესრულდება ის ცეკვები, რომელთა კოსტიუმებიც სწორედ სოლომონ ვირსალაძის მიერ არის შექმნილი.

კონცერტზე მისული მაყურებელი იხილავს კლასიკურ, ტრადიციულ ცეკვებს, რომელიც ბოლო ათეული წლებია საქართველოში არ შესრულებულა.

კონცერტის დაწყებამდე კი საღამოზე მისულ ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს სოლომონ ვირსალაძის მიერ შექმნილი კოსტიუმებისა და ესკიზების გამოფენა.