9 დეკემბერი, 2018

სუხიშვილები – საქართველოს საამაყო ელჩი დედამიწაზე

სუხიშვილები - საქართველოს საამაყო ელჩი დედამიწაზე ანსამბლი სუხიშვილები ათეული წლებია მთელ მსოფლიოში ქართული ცეკვის პოპულარიზაციას ეწევა. ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის საქმეს დღესაც უდიდესი წარმატებით აგრძელებენ მათი შვილიშვილები ილიკო სუხიშვილი უმცროსი და ნინო სუხიშვილი.

სუხიშვილებს რეჟისორი რეზო შატაკიშვილი დედამიწაზე საქართველოს საამაყო ელჩებს უწოდებს:

“სუხიშვილები” საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც საქართველოს ყველაზე წარმატებული და საამაყო ელჩი მთელი დედამიწის ზურგზე. დარჩება ელჩად, რომელსაც არ ეხება როტაცია.”