მსახიობ სპარტაკ ბაღაშვილთან დაკავშირებით არაერთი მითი თუ სინამდვილე არსებობს.
ხელოვნებათმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი მსახიობთან დაკავშირებით საინტერესო ამბავს იხსენებს:
“ოფიციალური ვერსიით დაბადების დღედ 7 დეკემბერი წერია. იყოს ასე… თუმცა სხვა თარიღებიც არსებობს. ისე როგორც არაერთი მითი თუ სინამდვილე, მას რომ მიაწერენ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ყველასგან განსხვავებული, იქნებ განრიდებულიც – სპარტაკ ბაღაშვილი…
სიმონ ჯანაშია თურმე სტუდენტებს ეუბნებოდა, ,,თუ გინდათ წარმოდგენა იქონიოთ ბაგრატიონებზე, სპარტაკ ბაღაშვილის მეფე ლუარსაბი ნახეთო…”