18 დეკემბერი, 2018

“სიგლახეს ჩვენსას დავაბრალებთ უცხოს ნურავის!” – ჭეშმარიტება მუხრან მაჭავარიანისგან

"სიგლახეს ჩვენსას დავაბრალებთ უცხოს ნურავის!" - ჭეშმარიტება მუხრან მაჭავარიანისგან “მიზეზი ყოვლის” – ასე ჰქვია მუხრან მაჭავარიანის ლექსს, რომელიც გამოსაფხიზლებლად რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიკითხოთ ქართველებმა:

“სიგლახეს ჩვენსას დავაბრალებთ უცხოს ნურავის! –
თვითდაკვირვების
მოვიმარჯვოთ,
დროა, უნარი!
მიზეზი ყოვლის,
რა სიგლახეც ჩვენში მძვინვარებს! –
თქვენ როგორ ფიქრობთ?! –
რაა?!
ვინ არი?!
ისევ ჩვენს შორის, რომ იყო და რომაა ბევრი, –
თავისი ვისაც
ურჩევნია ყველაფერს თავი,
ვინც სამშობლოთი,
სამწუხაროდ,
არაა ავად,
ჰკიდია ვისაც საქართველო ფეხებზე შენი.”