13 დეკემბერი, 2018

საქართველოს რადიოს პირველ არხზე 26 გადაცემა ეთერში აღარ გავა

საქართველოს რადიოს პირველ არხზე 26 გადაცემა ეთერში აღარ გავათეატრალური შეხვედრები, თეატრალური ნოსტალგია, მშობელთა სკოლა, ოჯახის ექიმი, ჩვენი საგანძური, თავისუფალი ლიტერატურა, სიტყვა ქართული, აქცენტები ისტორიაში, მუსიკალური რადიო ანშლაგი, ერთი სიმღერის ისტორია – ეს იმ რადიოგადაცემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოს რადიოს პირველი არხის ხელმძღვანელობამ სამაუწყებლო ბადიდან მოხსნა.

ინფორმაცია ამის შესახებ ნინი ჭელიძემ გაავრცელა:

“ჩემო საყვარელო მეგობრებო, ქართველებო და საქართველოს სხვადასხვა ნაციონალობისა თუ რელიგიის მატარებელო მოქალაქეებო! საქართველოს რადიოს პირველი არხის ხელმძღვანელობამ ისე, რომ არც უკითხავს თავისი დამფინანსებლებისთვის – საქართველოს მოქალაქეებისთვის, სამაუწყებლო ბადიდან ამოიღო შემდეგი გადაცემები:

1. ემიგრაციის ხმა
2. თეატრალური შეხვედრები,
3. თეატრალური ნოსტალგია,
4. გალერეა (ლია ძიძიგური)
5. კინოფილმი უეკრანოდ,
6. ჩვენი ქალაქის პატარა ამბები
7. მშობელთა სკოლა,
8. ოჯახის ექიმი,
9. ჩვენი საგანძური,
10. თავისუფალი ლიტერატურა,
11. იქს ბოქსი,
12. მხოლოდ ოპერა,
13. მუსიკალური შეხვედრები,
14. ცხოვრება ხელოვნებაში,
15. სიტყვა ქართული,
16. პუბლიცისტური მემკვიდრეობა,
17. აკადემიური სივრცე,
18. ისევ განათლების საკითხებზე,
19. აქცენტები ისტორიაში,
20. ფერთა მეტყველება,
21. ხელნაწერები,
22. საუკუნის ხმები,
23. მუსიკალური რადიო ანშლაგი,
24. ერთი სიმღერის ისტორია,
25. კლასიკის საათი,
26. ორიენტირები

ვინ ვართ ჩვენ? არ ვართ იმის ღირსი, რომ გამოკითხვა მაინც ჩაეტარებინათ გვინდოდა თუ არა ამ გადაცემების მოსმენა? და თუ არავინ არ ვართ, მაშინ რატომ ვუხდით ფულს პირველ არხს? ყველაზე მეტად კი იმ ახალი გადაცემების სახელწოდებებმა და მათი ავტორების პოლიტიკურმა სიმპატიებმა შემზარა, რომლის სამაუწყებლო ბადეში გაშვებას გეგმავს ქართული რადიო და განაჩენი თქვენზე მომინდია ჩემო მეგობრებო!

მივმართავ ქართულ ემიგრაციას, გაგვაგონეთ თქვენი საპროტესტო ხმა, თქვენ ერთადერთი რადიო-გადაცემა მოგტაცეს და კიდევ ერთი ფართო ნაბიჯით დაგაშორეს სამშობლოს!

რადიო-გადაცემების ავტორებს კი ვთხოვ გვასწავლეთ, როგორ მოგეხმაროთ და რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მავანის სურვილი – ჩაკლას ყველაფერი ქართული მხოლოდ მის პირად სურვილად დარჩეს!

პ.ს. ახალი გადაცემების სია, რომლის გაშვებაც უნდა რადიოს ხელმძღვანელობას საეთერო ბადეში:
1. რადიოკალენდარი,
2. სი ბემოლ ვიტამინი,
3. აკუსტიკა,
4. მთელი ესროკი,
5. ჯაზოფრენია,
6. ისტორიის პოპ გაკვეთილები,
6. უცხოეთის დაიჯესტი,
7. არტ ნიუსი,
8. ღია ფანჯარა,
9. მუსიკის 12 მოციქული,
10. ჩვენი ფერმა,
11. უცნობი მუსიკა.”