26 დეკემბერი, 2018

“სანთელი დაანთეთ ვატოსთვის”

მევიოლინე ვატო მაღრაძეს დახმარება ესაჭიროებაეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსის ვატო მაღრაძის მდგომარეობა დამძიმდა. 26 წლის მევიოლინე მკურნალობას საზღვარგარეთ გადის, თუმცა ახლა კომაშია.

ნატალია ყულოშვილი:

“ვატოს ენცეფალიტი (ტვინის შეშუპება) აქვს ვირუსისგან, რომელიც ჯერ ვერ გაიგეს რა ვირუსია… ტკივილები ტანჯავდა გაუსაძლისი.. ახლა კომაშია…

თათა (შეყვარებული), დედა და ძმა არიან ვატოსთან. დასტრესილები და გადამწვარები, ამიტომ მე ვწერ თათას მაგივრად. იშვიათად და არეულად მწერს… ესაა ბოლო ინფორმაცია…

მთხოვა, ყველას გააგებინე და უთხარი, იფიქრონ ვატოზე და ენერგიები და პოზიტივები გამოუშვანო… სანთელი დაანთეთ ვატოსთვის და სულ კარგზე იფიქრეთო…”