21 დეკემბერი, 2018

რა ელის კინოთეატრ “რუსთაველს”?

რა ელის კინოთეატრ "რუსთაველს"?რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კინოთეატრი “რუსთაველი” იყიდება.

ამ თემასთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმა დააფიქსირა:

“ვიღებ უამრავ წერილს კინო რუსთაველის ბედთან დაკავშირებით შესაბამისად, ღიად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას:

დაუშვებლად მიმაჩნია ტენდენცია “ჯოხთაბერიძის შევარდენიან კოშმარზე” სწორება და შენობისთვის ახალი მოცულობის დამატება.

დაუშვებლად მიმაჩნია ფუნქციის შეცვლა! “რუსთაველი” პრაქტიკულად უკანასკნელია იმ კინოთეტრებს შორის, რომელსაც არ შეცვლია ფუნქცია.

საბედნიეროდ, არქიტექტურის სამსახურმა და საბჭომ პროექტი დაიწუნა!

აუცილებელია სასწრაფოდ გაფორმდეს ხელშეკრულება სახელმწიფოსა და მფლობელს შორის სადაც ჩაიწერება, რომ შენობას აუცილებლად უნდა შეუნარჩუნდეს ფუნქცია!

თუ თბილისის მერიას აქვს შესაძლებლობა, კარგი იქნებოდა გამოესყიდა შენობა და გაეკეთებინა მუნიციპალური კინოთეატრი (ყველა თავმოყვარე ქალაქს ასეთი გააჩნია)!

აშენების თარიღი: 1939წ
გახსნის თარიღი: 1939 წლის 28 თებერვალი
პირველი კინოსეანსი: მიხეილ ჭიაურელის “დიადი განთიადი”
არქიტექტორი: ნიკოლოზ სევეროვი, მისივე ნამუშევარია კინოთეატრის გვერდით არსებული ეროვნული მუზეუმი შენობა.
ქანდაკებები: შ. მიქატაძე, ვ. თოფურიძე
სტილი: პოსტკონსტრუქტივიზმი: პოსტკონსტრუქტივიზმი ეს არის 1932-37 წლებში ჩამოყალიბებული და გავრცელებული შუალედური სტილი, რომელიც ერთი არქიტექტურული სტილიდან (კონსტრუქტივიზმიდან) მეორეზე (სტალინურ ამპირზე) გადასვლამ წარმოქმნა. დიდი ხნის განმავლობაში მას სათანადო ყურადღებას არც ისტორიკოსები და არც არქიტექტორები უთმობდნენ, მიიჩნევდნენ რა გარდამავალ ეტაპად, ამ პერიოდის არქიტექტურის ძირითადი მახასიათებლებია კონსტრუქტივისტული არქიტექტურის ზომიერად “გამდიდრების” მცდელობა და მისი “ზედმეტი ასკეტიზმის” დაძლევა. ამავე გარდამავალ სტილს შეგვიძლია მივაკუთვნოთ “იმელი” და ე.წ. “ჩაიგრუზია” (ორივე გავერანებულია).
ძეგლის სტატუსი: 1988 წლიდან დღემდე.”

რა ელის კინოთეატრ "რუსთაველს"?

რა ელის კინოთეატრ "რუსთაველს"?