21 დეკემბერი, 2018

პირველი პრემიერა ამირან შალიკაშვილის გარეშე

პირველი პრემიერა ამირან შალიკაშვილის გარეშესაქართველოში პანტომიმის ჟანრის და თეატრის დამფუძნებლის ამირან შალიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ, პანტომიმის თეატრში პირველი პრემიერაა მაესტროს გარეშე.

22 დეკემბერს სალომე ფილიშვილი წარმოადგენს სპექტაკლს “ანარეკლი”, რომელშიც მონაწილეობენ სალომე ფილიშვილი, გიგი ლორია და ირაკლი ბიბილური.

ეს არის სასიყვარულო სამკუთხედი – წარმატებულ მხატვარსა და ბალერინას ერთმანეთი უყვართ, მათ ხელს უშლის ბიზნესმენი, გალერეების მეპატრონე, რომელიც უზომოდაა შეყვარებული ბალერინაზე და ამიტომაც ცდილობს, ყველა ხერხით წყვილი ერთმანეთს დააშოროს.

სპექტაკლი თეატრის დამაარსებლის ამირან შალიკაშვილის ხსოვნას ეძღვნება.