5 დეკემბერი, 2018

ნილ არმსტრონგი: “სიძულვილით დაბრმავებული ადამიანები ვიძირებით გამუდმებულ ომებში”

ნილ არმსტრონგი: "სიძულვილით დაბრმავებული ადამიანები ვიძირებით გამუდმებულ ომებში"ამერიკელი ასტრონავტი ნილ არმსტრონგი იყო პირველი, რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი. ეს ისტორიული მოვლენა მან ერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წინადადებით შეაფასა:

„ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.“

ნილ არმსტრონგი ამ მოვლენას ასე იხსენებდა:

“მე ვარ რეალისტი და არ ვარ მგრძნობიარე. როცა მამას სახლი დავტოვე, მე არ მიტირია. როდესაც ჩემი კატა გარდაიცვალა, მე არ მიტირია. როდესაც მამა მოკვდა, მე არ მიტირია. როდესაც მე სამუშაოდ მიმიღეს NASA- ში, მე არ მიტირია. როდესაც მე პირველად ფეხი დავაბიჯე მთვარეზე, მე არ მიტირია, მაგრამ, როცა მე გადმოვხედე ზემოდან დედამიწას, სული შემეკრა და ავტირდი. როდესაც მთვარიდან სეპერატორით გადმოვხედე დედამიწას, დავინახე პატარა ცისფერი ბუშტი, ყოველგვარი ნაციონალობის და მოქალაქეობის გარეშე, მე ავტირდი, რადგან ვიგრძენი, ეს ცისფერი ბუშტი იყო ჩვენი პატარა სახლი, სადაც ჩვენ, სიძულვილით დაბრმავებული ადამიანები ერთმანეთის აუტანლობით ვიძირებით გამუდმებულ ომებში.”