17 დეკემბერი, 2018

მალე ბაგრატის ხედით ვეღარ დატკბებით

მალე ბაგრატის ხედით ვეღარ დატკბებითბაგრატის ტაძარი ერთ-ერთი საამაყო ღირსშესანიშნაობაა საქართველოში.

კახა ხიმშიაშვილი ავრცლებს ინფორმაციას, რომ ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩაღებული მშენებლობის გამო, მალე ბაგრატის დიდებული ხედით ტკბობა შეუძლებელი იქნება:

“ქუთაისში ვიყავი, ჰოდა, აღმოვაჩინე, რომ ბაგრატის დიდებული ხედით, რომელიც სამხრეთიდან ჩანს, მალე ვეღარ დატკბებით.

მშენებლობაა გაჩაღებული და კიდევ ერთი სართული თუ დაადგეს, და ეტყობა დაადგავენ, ჩამოეფარება ბაგრატს.

თავად ნახეთ, ფოტოზე კარგად ჩანს ბაგრატის წინ მშენებარე ნაგებობა.”