10 დეკემბერი, 2018

“კაცი ხარ მაშინ…” – გენიოსი მუხრან მაჭავარიანი

"კაცი ხარ მაშინ..." - გენიოსი მუხრან მაჭავარიანიპოეტი მუხრან მაჭავარიანი დიდი ხანია გენიოსად არის აღიარებული და მისი ლექსები ამის თვალნათელი მაგალითია:

 

”კაცი ხარ მაშინ,
თავზე ქუდის მაშინ ხარ ღირსი,
როდესაც იცი,
ზედმიწევნით როდესაც იცი:

რა არ უნდა თქვა,
რა უნდა თქვა,
როგორ უნდა თქვა,
სად არ უნდა თქვა,
სად უნდა თქვა,
რატომ უნდა თქვა.

ცხრა თვალი გმართებს,
ცხრა ყური გმართებს, –
ნათქვამი შენი,
ვითარცა სხვათა, –
არ გახდეს, რათა
სხვების და სხვების
“გულისხმიერი”
განხილვის მსხვერპლი.”